დომენური სახელწოდება ინტერნეტში საიტების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ამიტომ, მისი შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. დარწმუნდით, რომ სიტყვა / ასოების კომბინაცია, რომელიც თქვენ შეარჩიეთ დომენის სახელწოდებად გამოითქმის ადვილად, დამახსოვრებადია მომხმარებლისთვის და შინაარსობრივად ასახავს ან ახლოსაა თქვენი საიტის კონტენტთან. ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საძიებო სისტემებში (SEO) თქვენი საიტის წინ წაწევაში.
თუ თქვენ დომენს არეგისტრირებთ არსებული კომპანიისთვის ანა სავაჭრო ნიშნისთვის, დარწმუნდით რომ სახელი იყოს მთლიანად იდენტური ამ სავაჭრო მარკის ან მის სახელთან გაიგივებას ახორციელებდეს.
თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ დომენი საერთაშორისო ზონებში (მაგალითად,.COM - კომერციული ორგანიზაციისთვის; .ORG - არაკომერციული ორგანიზაციისთვის; .NET -ინტერნეტ პროექტისთვის, ქსელური თუ ტელეკომუნიკაციური მომსახურების სფეროში, .BIZ - ბიზნესისთვის, .INFO - ზოგად საინფორმაციო საქმიანობისთვის. ამ ზონებში საიტის განთავსების დროს თქვენ პირველ რიგში საიტს ამისამართებთ საერთასორისო ბაზრისთვის.
.GE ზონა განეკუთვნება ნაციონალურ ზონას. თუ თქვენი პოტენციური ბაზარი უმეტესად წარმოადგენს საქართველოს, მაშინ მიზანშეწინილია ამის გამოყენება, თუმცა .GE ასევე ჩვეულებრივად გამოყენებადია საერთაშორისო სივრცეში, ამით ხაზს გაუსვამთ საქართველოს მნიშვნელობას თქვენთვის. .GE ზონაში ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ზოგადი დომენები გარკვეული მიმართულების საქმიანობის მიხედვით. კერძოდ: .COM.GE - კომერციული საიტებისთვის, .ORG.GE - არაკომერციული ტიპის საიტებისთვის .EDU.GE - საგანმანათლებლო საიტებისთვის , .SCHOOL.GE - საშუალო სკოლის საიტებისთვის, .NET.GE - ქსელური ან ტელესაკომუნიკაციო საქმიანობის საიტებისთვის, .GOV.GE - სამთავრობო და მუნიციპალური დაწესებულებებისთვის, .PVT.GE - კერძო პირების საიტებისთვის.
ასევე რეგისტრაციისთვის მისაწვდომია სხვა თემატური ზონები, რომლებიც არსებობენ 2011 წლიდან. მაგალითად: .baby, .online, .photo, .holiday და სხვა. ამ ზონებში დომენური სახელწოდებების დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ თავისუფალია და თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენთვის საჭირო დომენი. ასეთი დომენები იქნება თემატური და თქვენ გამოკვეთილად მიუთითებთ თქვენი მიზნობრივი სეგმენტის ან ინტერესების შესახებ. მაგალითად დომენი .COMPANY მიუთითებს იმაზე, რომ ამ დომენზე შესვლისას მომხმარებელი მოხვდება კომპანიის საიტზე, ხოლო დომენი .GALLERY ნიშნავს, რომ მოხვდებით გალერეების საიტზე.
დომენის შეძენა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან, გადადით ბმულზე - დომენის რეგისტრაცია.
დომენის შერჩევის შემდეგ აუცილებელია შეიძინოთ სივრცე საიტის განთავსებისთვის, რასაც ეძახიან ჰოსტინგს (hosting). ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჰოსტინგის საუკეთესი შემოთავაზებებს, იხილეთ ბმულზე - ვებ ჰოსტინგი