backup - საიტის სარეზერვო ვერსიის შექმნა (ვიდეო)

 

მინდა გაგაცნოთ თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი საიტის სარეზერვო ვერსია ე.წ. „ბეკაპი“ და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში, ეს უმარტივესი პროცესი რაღაც 10-20 წუთს მოიცავს საიტის მოცულობიდან გამომდინარე.  ეს აუცილებელი პროცედურაა რადგან არაფერია ქვეყნად 100%-იანად საიმედო, ამიტომ ისეთი ციფრული პროდუქტი, როგორც საიტია, ბუნებრივია რამდენიმე ადგილას უნდა გქონდეთ შენახული. მომავალში საიტის სარეზერვო ვერსია საშუალებას იძლევა უმარტივესად და უსწრაფესად აღადგინოთ საიტი, ხაკერული თავდასხმის ან სხვა მიზეზით განადგურების შემთხვევაში. სარეზერვო ვერსია  წარმოადგენს საიტის სრული პროგრამის და მასში განთავსებული ინფორმაციის არქივს შენახულს კონკრეტული თარიღის მდგომარეობით. თუ საიტზე ხშირად ათავსებთ ახალ ინფორმაციებს, გირჩევთ ასევე ხშირად განახორციელეთ მისი სარეზერვო ვერსიის შენახვა. რჩევისთვის ყოველთვის იქონიეთ ბოლო 2-3 სარზერვო ვერსიის არქივები, იმის დასაზღვევად, რომ ვინიცობაა რომელიმე ვერსია უხარისხოდ იყოს არქივირებული.

ახლა ვნახოთ თუ როგორ ხდება ეს პროცედურა ტექნიკურად. ეს მარტივი პროცედურაა და რამე განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს არ მოითხოვს. ბოლოში ნახეთ სრულად ვიდეოში :

1.       შევდივარ ჰოსტინგის c-Panel-ში;

2.       შემდეგ Backup

3.       აქ ნახავთ არსებობს 2 სხვადასხვა ვარიანტი: 

a.       Full Backup (სრული რეზერვი);

b.      ნაწილ-ნაწილ: ფაილები, ტექსტური ბაზა

1). პირველი ვარიანტი მოითხოვს შემდეგს,  დაწკაპუნებით იწყება რეზერვის გენერაციის პროცესი, ამ პროცესის დასრულებას ნახავთ აქვე ჩამოსატვირთი ბმულის  გამოჩენით 10-20 წუთში, გააჩნია საიტზე ფაილების მოცულობას.   პროცესის დასრულების შემდეგ ჩამოტვირთავთ არქივს. მაგრამ ამ ვარიანტს აქვს ერთი თავისებურება, ამ დროს სარეზერვო ვერსია იქმნება უშუალოდ ჰოსტინგის სივრცეში, ამიტომ აუცილებელია ამ მომენტისთვის ჰოსტინგის სივრცე დატვირთული იყოს მაქსიმუმ 60%-ით.  სხვა შემთხვევაში მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი. ასევე მას შემდეგ რაც თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთავთ სარეზერვო სარეზერვო ვერსიას, შემდეგ უნდა შეხვიდეთ ჰოსტინგის ფაილებში და წაშალოთ ის, რადგან ის ტყუილად დაიკავებს ჰოსტინგის საკმაოდ დიდ სივრცეს.  ფაილებში გადასასვლელად გამოიყენეთ  “file manager”.

2). შედარებით უფრო მოსახერხებელია მეორე ვარიანტით მოქმედება, რადგან ამ დროს პირდაპირ ხდება სარეზერვო ვერსიის ჩამოტვირთვა ყოველგვარი შემდგომი წაშლების გარეშე. უბრალოდ აწკაპუნებთ და ელოდებით ჩამოტვირთვის დასრულებას. ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე ტვირთავთ ფაილებს და ბაზას.

დარწმუნებული ვარ რთული არაა და აუცილებლად გამოიყენებთ ამ ცოდნას.