IP მისამართი დაბლოკვა მომხმარებლისთვის

ჩვენი მომხმარებლის საიტის ან ელ-ფოსტის გვერდის არ გახსნა შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენი სისტემის მხრიდან მომხმარებლის კომპიუტერის IP მისამართის დაბლოკვით.  ამ დროს არ იბლოკება თქვენი ანგარიში ან საიტი და თქვენ მარტივად გახსნით საიტს სხვა ქსელის კომპიუტერიდან ან თუნდაც მობილური ინტერნეტის მეშვეობით, რადგან ის იყენებს სხვა IP მისამართს.  IP მისამართიდ ბლოკირების მოხსნისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ "მხარდაჭერაში" ან სხვა საკონტაქტო საშუალებით და მოგვწერეთ თქვენი დაბლოკილი IP მისამართი. 


როგორ გავიგო ჩემი IP მისამართი?

თქვენი IP მისამართის გასაგებად შედით შესაბამის საიტზე (მაგ: myip.com), რომელიც გიჩვენებთ თქვენს ip მისამართს, რომელი კომპიუტერიდანაც შედიხართ.


რა მიზეზით იბლოკება მომხმარებლის IP მისამართი?

ჩვენს სერვერზე დაყენებულია სტანდარტული დაცვის სისტემა, რომელიც ბლოკავს იმ კომპიუტერის IP მისამართს, რომელიც სერვერზე შემოსვლისას იქცევა ე.წ. არაკორექტულად და ქმნის რისკს შეუქმნას პრობლემა თავად მომხმარებლის ანგარიშს ან საიტს, აქედან გამომიდინარე ჩვენს სერვერსაც.

  • ერთ-ერთი ასეთი მოქმედება არის როდესაც მომხმარებელი ელ-ფოსტაზე ან cPanel ანგარიშში შესვლისას ზედიზედ მრავალჯერ შეყავს პაროლი არასწორად. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ დროს დაგვიკავშირდით და მოგიხსნით ბლოკს IP მისამართზე;

 

  • შესაძლებელია მომხმარებლის კომპიუტერში არსებობს ვირუსი, რომელიც იმახსოვრებს მომხამრებლის ქმედებებს, პაროლებს და სხვა. ამ შემთხვევაში ეს ვირუსი პერიოდულობით თავად ცდილობს მომხმარებლის ანგარიშში შესვლას, ამ დროს ჩვენი სისტემა ბლოკავს IP მისამართს.

აქედან გამომდინარე ყველა მომხმარებელს მოუწოდებთ თავის კომპიუტერში გამოიყენონ ლიცენზირებული ანტივირუსული პროგრამები. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ასეთ დაცვაზე ეკონომია იწვევს ბევრად დიდი ზარალს და ხარჯებს უფაფთხოების მხრივ.

  • 0 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

საიტის სარეზერვო ვერსიის შექმნა - Site backup

მინდა გაგაცნოთ თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი საიტის სარეზერვო ვერსია ე.წ. „ბეკაპი“ და შეინახოთ...

საიტის განთავსება cPanel-ში

  სანამ განათავსებთ საიტს ჰოსტინგზე, დარწმუნდით, რომ დომენი დაკავშირებულია ჰოსტინგთან. ხშირ...

პაროლის აღდგენა / გამოცვლა

  FindDomain.ge-ზე  პაროლის გამოცვლა ან თუნდაც დავიწყების შემთხვევასი მისი აღდგენა მარტივად არის...

ჰოსტინგი და დომენი. როგორ შევარჩიოთ?

  ჰოსტინგი და დომენი / Hosting and Domain. დარწმუნებული ვარ ბევრს უნდა, რომ გაიგოს თუ...

ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე

ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე   ჩვენი კომპანია განაგრძობს ახალი ტექნოლოგიების...