საიტის სარეზერვო ვერსიის შექმნა - Site backup

მინდა გაგაცნოთ თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი საიტის სარეზერვო ვერსია ე.წ. „ბეკაპი“ და შეინახოთ თქვენს კომპიუტერში, ეს უმარტივესი პროცესი რაღაც 10-20 წუთს მოიცავს საიტის მოცულობიდან გამომდინარე.  ეს აუცილებელი პროცედურაა რადგან არაფერია ქვეყნად 100%-იანად საიმედო, ამიტომ ისეთი ციფრული პროდუქტი, როგორც საიტია, ბუნებრივია რამდენიმე ადგილას უნდა გქონდეთ შენახული. მომავალში საიტის სარეზერვო ვერსია საშუალებას იძლევა უმარტივესად და უსწრაფესად აღადგინოთ საიტი, ხაკერული თავდასხმის ან სხვა მიზეზით განადგურების შემთხვევაში. სარეზერვო ვერსია  წარმოადგენს საიტის სრული პროგრამის და მასში განთავსებული ინფორმაციის არქივს შენახულს კონკრეტული თარიღის მდგომარეობით. თუ საიტზე ხშირად ათავსებთ ახალ ინფორმაციებს, გირჩევთ ასევე ხშირად განახორციელეთ მისი სარეზერვო ვერსიის შენახვა. რჩევისთვის ყოველთვის იქონიეთ ბოლო 2-3 სარზერვო ვერსიის არქივები, იმის დასაზღვევად, რომ ვინიცობაა რომელიმე ვერსია უხარისხოდ იყოს არქივირებული.

ახლა ვნახოთ თუ როგორ ხდება ეს პროცედურა ტექნიკურად. ეს მარტივი პროცედურაა და რამე განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს არ მოითხოვს. ბოლოში ნახეთ სრულად ვიდეოში :

1.       შევდივარ ჰოსტინგის c-Panel-ში;

2.       შემდეგ Backup

3.       აქ ნახავთ არსებობს 2 სხვადასხვა ვარიანტი: 

a.       Full Backup (სრული რეზერვი);

b.      ნაწილ-ნაწილ: ფაილები, ტექსტური ბაზა

1). პირველი ვარიანტი მოითხოვს შემდეგს,  დაწკაპუნებით იწყება რეზერვის გენერაციის პროცესი, ამ პროცესის დასრულებას ნახავთ აქვე ჩამოსატვირთი ბმულის  გამოჩენით 10-20 წუთში, გააჩნია საიტზე ფაილების მოცულობას.   პროცესის დასრულების შემდეგ ჩამოტვირთავთ არქივს. მაგრამ ამ ვარიანტს აქვს ერთი თავისებურება, ამ დროს სარეზერვო ვერსია იქმნება უშუალოდ ჰოსტინგის სივრცეში, ამიტომ აუცილებელია ამ მომენტისთვის ჰოსტინგის სივრცე დატვირთული იყოს მაქსიმუმ 60%-ით.  სხვა შემთხვევაში მისი გამოყენება არაა მიზანშეწონილი. ასევე მას შემდეგ რაც თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთავთ სარეზერვო სარეზერვო ვერსიას, შემდეგ უნდა შეხვიდეთ ჰოსტინგის ფაილებში და წაშალოთ ის, რადგან ის ტყუილად დაიკავებს ჰოსტინგის საკმაოდ დიდ სივრცეს.  ფაილებში გადასასვლელად გამოიყენეთ  “file manager”.

2). შედარებით უფრო მოსახერხებელია მეორე ვარიანტით მოქმედება, რადგან ამ დროს პირდაპირ ხდება სარეზერვო ვერსიის ჩამოტვირთვა ყოველგვარი შემდგომი წაშლების გარეშე. უბრალოდ აწკაპუნებთ და ელოდებით ჩამოტვირთვის დასრულებას. ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე ტვირთავთ ფაილებს და ბაზას.

დარწმუნებული ვარ რთული არაა და აუცილებლად გამოიყენებთ ამ ცოდნას.

  • საიტის სარეზერვო ვერსია, ვებ გვერდის სარეზერვო ვერსია, საიტის ბეკაპი, site backup
  • 9741 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

საიტის განთავსება cPanel-ში

  სანამ განათავსებთ საიტს ჰოსტინგზე, დარწმუნდით, რომ დომენი დაკავშირებულია ჰოსტინგთან. ხშირ...

პაროლის აღდგენა / გამოცვლა

  FindDomain.ge-ზე  პაროლის გამოცვლა ან თუნდაც დავიწყების შემთხვევასი მისი აღდგენა მარტივად არის...

ჰოსტინგი და დომენი. როგორ შევარჩიოთ?

  ჰოსტინგი და დომენი / Hosting and Domain. დარწმუნებული ვარ ბევრს უნდა, რომ გაიგოს თუ...

ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე

ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე   ჩვენი კომპანია განაგრძობს ახალი ტექნოლოგიების...

IP მისამართი დაბლოკვა მომხმარებლისთვის

ჩვენი მომხმარებლის საიტის ან ელ-ფოსტის გვერდის არ გახსნა შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვენი სისტემის...