ჰოსტინგი და დომენი / Hosting and Domain. დარწმუნებული ვარ ბევრს უნდა, რომ გაიგოს თუ რა არის ჰოსტინგი და დომენი, რა თქმა უნდა მაგალითებით. მაშ დავიწყოთ... უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ ჰოსტინგი და დომენი რა არის ჰოსტინგი (What is hosting) ? ხშირად დამწყები ვებ მასტერები, რომელთაც სურთ შექმნან საკუთარი საიტი, ინტერესდებიან და იწყებენ იმის ძებნას თუ რა არის დომენი და ჰოსტინგი (domain / hosting). თავიდან საჭიროა ვთქვათ, რომ საიტი ეს არის ფაილების, მონაცემების, გრაფიკული გამოსახულებების, ვიდეო-აუდიო ფაილების ნაკრების ერთობლიობა, რომლებიც გარკვეული პროგრამული ენით არიან გაერთიანებული. ეს ინფორმაციის ერთობლიობა საჭიროა ინტერნეტში სადმე განთავსდეს. სწორედ ამისათვის არის საჭირო ჰოსტინგი. თავიდან მსურს შემოვიტანოთ ჰოსტინგის გარკვეული დახასიათება ტექნიკურ ენაზე. ჰოსტინგი (ინგლ. - hosting) - ეს არის მომსახურება გამოთვლითი სიმძლავრეების მიწოდებაზე ინფორმაციის განსათავსებლად სერვერზე, რომელიც მუდმივად ჩართულია ქსელში (ჩვეულებრივად ინტერნეტში). სხვა სიტყვებით ჰოსტინგი ეს არის ინტერნეტ მომსახურება გარკვეული სივრცის გამოყოფაზე საიტის განსათავსებლად ინტერნეტში. ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც ასეთ მომსახურებას გთავაზობენ იწოდებიან ჰოსტიგის პროვაიდერებად. როცა თქვენ ყიდულობთ ჰოსტინგის მომსახურებას, ამით ტქვენ ქირაობთ გარკვეულ სივრცეს სერვერზე. სერვერი - ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური კომპიუტერი, რომელსაც ინტერნეტთან მუდმივი (24/7) წვდომა გააჩნია. ჰოსტინგის მომსახურებისთვის გამოიყენება მძლავრი კომპიუტერები (სერვერები) დიდი მოცულობის მყარი დისკებით, რომელთაც აქვთ მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, მუდმივი უწყვეტი დენის წყარო და განთავსებულია კომპანიის დატა-ცენტრში. სწორედ ასეთ კომპიუტერებზე არის განთავსებული საიტები, რომლებზეც მუდმივი წვდომა აქვთ მომხმარებლებს ინტერნეტით. როცა თქვენ გჭირდებათ ახალი საიტის გაშვება ინტერნეტში, თქვენ უნდა შეარჩიოთ ჰოსტინგის შესაბამისი პაკეტი შესაბამის პროვაიდერ კომპანიაში. ჰოსტინგის პაკეტები განსხვავდებიან სახეებით, პარამეტრებით, ფასით. გადახდა შესაძლებელია თვიურად, კვარტალურად, წლიურად. ჰოსტინგის ყიდვა გავს ბინის დაქირავებას, როდესაც ყოველთვიურად უნდა იხადოთ ქირის საფასური. ჩვენი კომპანიის (FindDomain.ge) ჰოსტინგი არის საიმედო, დაცული და აღჭურვილია ბოლო თაობის ყველა პროგრამული სერვისებით. ჩვენი მომსახურების ფასებიც საკმაოდ მიმზიდველია სხვა ჰოსტინგ პროვაიდერების ფასებთან მიმართებაში. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შემოსავლების ხანგრძლივ ეფექტზე და არა მოკლევადიან მოგებაზე.
ჰოსტინგის კლასიფიკაცია რეალიზაციის და აწყობის მიხედვით ჰოსტინგი შესაძლებელია კლასიფიცირებული იყოს სხვადასვა მახასიათებლების მიხედვით. ჰოსტინგი შესაძლებელია დავყოთ ფასიან და უფასო ჰოსტინგად. უფასო ჰოსტინგს აქვს შემდეგი ხარვეზები: • მუშაობის დაბალი სისწრაფე; • სხვისი რეკლამის დიდი რაოდენობა საიტზე; • არაა გარანტირებული მუშაობის სტაბილურობა და უსაფრთხოება; • ტექნიკური მხარდაერის სამსახური აგვიანებს პასუხს და დროულად არ გვარდება პრობლემები; თუ თქვენი საიტი წარმოადგენს მარტივ ვებ-გვერდს, საშინაო ბლოგის ან სავიზიტო ტიპის მცირე ბიზნესის საიტს, მაშინ პრინციპში, უფასო ჰოსტინგი სავსებით გამოგადგებათ და არ მოგიწევთ ფასის გადახდა. მაგრამ გარკვეული უხერხულობა მაინც რჩება, კერძოდ, სხვისი რეკლამა თქვენს საიტზე. მაგრამ თუ მხედველობაში გვექნება მსხვილი კორპორატიული ტიპის საიტი, საინფორმაციო პორტალი, საიტი გამოყენებული ინტერნეტ-კომერციის საქმიანობაში, რომელიც მუდმივად მისაწვდომი უნდა იყოს, აქ უკეთესია არჩევანი გაკეთდეს ფასიან ჰოსტინგზე. ფასიანი ჰოსტინგები მოკლებული არიან ზემოთ ჩამოთვლილ ხარვეზებს. ისინი მუშაობენ სტაბილურად და მათი ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სწრაფად რეაგირებს კლიენტების პრობლემებზე. ასეთ ჰოსტინგზე საიტი მუსაობს უფრო სწრაფად, საიტის მესაკუთრეს აქვს მეტი ფუნქციები და შესაძლებლობები. ერთადერთი მინუსი ეს გადასახადია, მაგრამ ეს თანხა ჩვენს კომპანიაში (FindDomain.ge) არის უაღრესად მინიმალური, იწყება თვეში 4.00 ლ -დან.
მე-2 მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც კლასიფიცირდება ჰოსტინგი - ეს არის შეთავაზებული ჰოსტინგის სახე: • საზიარო (share) ჰოსტინგი. ამ შემთხვევაში ერთ სერვერზე განტავსებულია უამრავი მომხმარებლის საიტი, ხოლო სერვერის რესურსები (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, წვდომის სისწრაფე) მათ შორის ნაწილდება დინამიურად. ასეთი ჰოსტინგი საკმაოდ მიმზიდველია თავისი ფასით. მის გარკვეულ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თუ საიტი ხდება ძალიან პოპულარული და იზრდება მისი მომხმარებლების რაოდენობა (ათასები), ეს ზრდის ამ საიტის მოთხოვნილებას სერვერის სიმძლავრეებზე, რაც როგორც ავღნიშნეთ არის საზიარო რესურსი ყველა განთავსებული საიტისთვის, ამიტომ თუ დღის გარკვეულ მონაკვეტებში სხვა საიტებზეც გაიზარდა დატვირთვა ეს არასტაბილურ მდგომარეობაში ამყოფებს სერვერს. ამ დატვირთვებზე მუდმივად წარმოებს მონიტორინგი და სწრაფი რეაგირება პროვაიდერ კომპანიის მხრიდან. მიუხედავად ამისა თუ საიტი ითხოვს დიდ რესურსებს უკეთესია გამოყენებული იქნეს სხვა სახის ჰოსტინგი. ასეც იქცევიან, სანამ საიტი ნაკლებ პოპულარულია ან თუნდაც ნაკლები მომხმარებელი ჰყავს განათავსებენ საზიარო ჰოსტინგზე, მაგრამ შემდეგ ხდება მისი გადატანა სხვა ჰოსტინგებზე დატვირთულობის ზრდის გათვალისწინებით. ჰოსტინგების შეცვლა ჩვეულებრივ არსებული პრაქტიკაა და მარტივი პროცედურაა ტექნიკურად. ჩვენ გთავაზობთ საზიარო (shared hosting) ჰოსტინგის საუკეთესო პირობებს;
• ვირტუალური სერვერი VPS (ინგ. Virtual Private Server) / VDS (ინგ. Virtual Dedicated Server) აქ ერთ ფიზიკურ სერვერზე (კომპიუტერზე) შექმნილი არის რამდენიმე ვირტუალური სერვერი საკუთარი გამოყოფილი სიმძლავრეებით (პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, წვდომის სისწრაფე), რომლებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მომხმარებელს აქვს კონკრეტულად მისთვის გამოყოფილი სიმძლავრეები, რომელთაც ის იზიარებს, როგორც ეს არის „საზიარო“ ჰოსტინგის შემთხვევაში, შესაბამისად ფასიც შედარებით მეტია. მაგრამ ეს დანახარჯი რათქმაუნდა ბიზნესიდან გამომდინარე დაბრუნებადია. თუ ბევრი მომხმარებელი შედის საიტზე, გამოდის ის უფრო პოპულარულია, აქედან გამომდინარე მეტად მომგებიანიც. ნებისმიერ შემთხვევაში ჰოსტინგის ხარჯი ბიზნესში ძალიან დაბალია, შეუმჩნეველიც. ჩვენ გთავაზობთ ვირტუალური (VPS hosting) სერვერის ჰოსტინგის საუკეთესო პირობებს Linux, Windows;
• გამოყოფილი ჰოსტინგი Dedicated Server - ეს არის ისეთი ჰოსტინგი, როდესაც მომხმარებელს სთავაზობენ მთლიანად გამოყოფილ ფიზიკურ სერვერს (კომპიუტერს). კერძოდ მომხმარებელს ეძლევა მთლიანად მთელი კომპიუტერი თავისი მყარი დისკებით, ოპერატიული მეხსიერებით და პროცესორებით. აქედან გამომდინარე გამოყოფილი სერვერი მომხმაებელს აძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ ის საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ამოირჩიოთ ოპერაციული სისტემა და სხვა პროგრამები. ფაქტიურად გამოყოფილი სერვერის ქირა საკუთარი ლოკალური სერვერის ტოლფასია, მაგრამ მოწოდებულია თქვენი ჰოსტინგ პროვაიდერის ტექნიკური მხარდაჭერით. გამოყოფილი სერვერის ადდებითი მხარეებია: თქვენი სერვერის სრული კონფიგურაციის მართვა, მაღალი საიმედოობა (არ იფოფთ თქვენს სერვერის რესურსებს არავისთან), სრული root წვდომა, მაღალი უსაფრთხოება. უარყოფითი მხარეები: შედარებით მაღალი ღირებულება, დაგჭირდებათ სერვერული მართვის ცონდა და უნარები .
• კოლოკაცია ან collocation - ეს არის ისეტი მომსახურება, როცა დამკევთი კი არ ქირაობს კომპიუტერს, არამედ პროვაიდერ კომპანიაში მოაქვს საკუთარი კომპიუტერი (ე.წ. სერვერი) და დგამს მის დატა-ცენტრში, სადაც უზრუნველყოფილია მუდმივი დენის გარანდირებული წყარო, წვდომა ინტერნეტთან და სხვა. ამ მომსახურებისთვის დამკვეთი იხდის ყოველთვიურ ქირას. ეს მომსახურება ერთ-ერთი ძვირადღირებული მომსახურებაა. ის დამკვეთისგან მოითხოვ მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ქსელურ აპარატურასთან მუშაობის სფეროში, პროგრამირების უნარებს და ბევ სხვას. ეს ერთგვარად წააგავს მიწის იჯარას, ხოლო რას გააკეთებს ამ მიწაზე ეს მისი საქმეა. არსებობს საზიარო (sheare) ჰოსტინგის ნაირსახეობა ე.წ. WordPress ჰოსტინგი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად იმ საიტებისთვის, რომლებიც დამზადებულია WordPress-ის ძრავზე. აღნიშნული ჰოსტინგი კონფიგურირებულია უშუალოთ CMS WordPress-ის მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სწორედ ასეთი კონფიგურირების გამო ტქვენი საიტი იმუსავებს უფრო სწრაფად და ნაკლები პრობლემებით. ასეთი ჰოსტინგზე დამატებულია დამატებითი ფუნქციები: დამატებითი თემები საიტისთვის, გვედების მარტივად (მაუსის გადათრევით) ასაწყობი კონსტრუქტორი. ამ ტიპის ჰოსტინგის დადებითი მხარეებია: • დაბალი ფასი. მისი ფასი ზოგჯერ იგივეა, რაც საზიარო ჰოსტინგის ფასის; • მოსახერხებელია დამწყებებისთვის. • WordPress-ის დაყენება შესაძლებელია ერთი დაწკაპუნებით. • კარგი სისწრაფე WordPress-ის საიტებისთვის. • წინასწარ დაყენებული „პლაგინები“ და „თემები“WordPress-თვის უარყოფითი მხარე: რეკომენდირებულია მხოლოდ WordPress-ის საიტებისთვის. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემები. რა არის დომენი ? მარტივი სიტვებით რომ ვთქვათ დომენი ეს არის საიტის მისამართის სახელწოდება, რაც საჭიროა მისი იდენტიფიცირებისთვის. მაგ: www.sitename.ge. აქ “sitename.ge” არის დომენი.
უფრო ღრმა ანალიზისთვის სიტყვა დომენს მივცეთ განმარტება: დომენის სახელი - სიმბოლოებით მიღებული დასახელება, რომელიც გამოიყენება სივრცის იდენტიფიცირებისთვის - ინტერნეტში ადმინისტრაციული ავტონომიების ერთეულებისა - შემავალი მასზე უფრო ზემდგომი იერარქიის შემადგენლობაში. ის გამოიყურება ასე: 255.255.255.255. ამის დამახსოვრება რა თქმა უნდა რთულია ჩვეულებრვი ადამიანისთვის რთულია, ამიტომაც შემოტანილი იქნა დომენის არსი, მაგალიტად: google.com, finddomain.ge და სხვა. ბევრად უფრო ადვილია ამის დამახსოვრება, ვიდრე სიფრების კომბინაციების. მიუხედავად ამის დომენის სახელიტან პირდაპირ დაკავშირებულია ციფრული მისმართი, ე.წ. IP მისამართი, რომელიც შედგება 4 სიფრისგან გამოყოფილი წერტილით: 255.255.255.255. დომენები არსებობენ პირველი, მეორე და მესამე დონის. 1-ლი დონის დომენი წარმოადგენს ასოების დაბოლოებას წერტილის შემდეგ: .GE, .COM, .ORG, .NET … ეს არიან პირველი დონის დომენები, რომლებიც მიუთითებენ საიტის ტერიტორიულ მიკუთვნებას (.GE, .US, UK, RU …) ან საქმიანობის სფეროს (com, net, edu, org, biz, info …). პირველი დონის დომენების შეძენა შეუძლებელია. მე-2 დონის დომენს წარმოადგენს მაგალითად name.ge. მე-3 დონის დომენს წარმოადგენს name.name.ge. მე-3 დონის დომენები უმეტეს შემთხვევაში უფასოა. უფასოდ მისი შექმნა/აღება შეუძლია მეორე დონის დომენის მფლობელს. მაშასადამე ვფიქრობ ეს სტატია გამოგადგათ, რომ ამოგევსოთ გარკვეული ინფორმაციული ვაკუმი, თუ რა არის დომენი და ჰოსტინგი.
|