SSL-სერტიფიკატები

რისთვისაა საჭირო SSL-სერტიფიკატი?

ინტერნეტ ქსელში HTTP-პროტოკოლის მეშვეობით გადაცემული html-გვერდები არ იცავენ მონაცემებს თქვენს სერვერსა და მომხმარებლის ბრაუზერს შორის გადაცემის დროს. ასეთ მონაცემებს განეკუთვნება ინფორმაცია პაროლების შესახებ, პლასტიკური ბარათების ნომრები, ელექტრონული საფულეების რეკვიზიტები. ინფორმაცია რომ არ იყოს მოპარული საჭიროა საიტზე დაყენებული იყოს SSL-სერტიფიკატი.

SSL-სერტიფიკატი დაყენება უზრუნველყოფს გადაცემული მონაცემების დაცვას. ამ შემთხვევაში კავშირი საიტსა (სერვერს) და ბრაუზერს შორის მიმდინარეობს  HTTPS პროტოკოლის მეშვეობით.  მონაცემები, რომლებიც HTTPS პროტოკოლით გადაეცემა განიცდის კოდირებას კრიპტოგრაფიული პროტოკოლით, რაც წარმაოდგენს მის დაცვას.

SSL-სერტიფიკატის დაყენება თქვენს საიტზე გარანტიას გაძლევთ:

  • - სერტიფიკატში რესურსის შესაბამისობზე ხელმოწერებთან, რაც დადებითად მოქმედებს მომხმარებლების ნდომაზე თქვენი საიტის და მთლიანად თქვენი ორგანიზაციის მიმართ;
  • - გადაცემული ინფორმაციის მთლიანობა იქნება დაურღვეველი. ინფორმაციის გადაცემის დროს სერვერიდან ბრაუზერის მიმართულებით გარანტირებულია მონაცემების უცვლელობა და მთლიანობა;
  • - კონფიდენციალურობა.  256 - თანრიგიანი დაშიფრვისას თქვენს სერვერსა და მომხმარებლის ბრაუზერს შორის გადაცემული ინფორმაცია შეუძლებელია ვინმეს ჩაუვარდეს სანახავად ან რაიმე განახორციელოს რაიმე ცვლილება.

 

ამის გარდა საიტები, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხო HTTPS - პროტოკოლით, უფრო პოპულარულები არიან საძიებო სისტემებისთვის, რაც გათვალისწინებულია შედეგების გამოტანისას.  Google-ის კომპანია უკვე უზრუნველყოფს HTTPS კავშირის მქონე საიტების უფრო მაღალ პოზიციებში დაყენებას, ვიდრე HTTP პროტოკოლზე მომუშავე საიტებია.

არსებობს SSL-სერტიფიკატის სხვადასხვა ტიპი.   ჩვენი ვებ ჰოსტინგი ყველა თავის მომხმარებელს ავტომატურად აძლევს ზოგადი ტიპის SSL-სერტიფიკატს უფასოდ.

 

როგორ შევარჩიოთ სწორად SSL-სერტიფიკატი?

დაწყებითი დონის SSL-სერტიფიკატი

ასეთი ტიპის სერტიფიკატები მოუხდებათ ფიზიკურ პირებს. ისინი განკუთვნილია მხოლოდ ინფორმაციის დაშიფრვისთვის, რომელიც გადაეცემა თქვენი სერვერიდან მომხმარებლის ბრაუზერს. ეს სერტიფიკატი არ იძლევა ბიზნეს სტატუსის მხარდაჭერას თქვენი კომპანიისთვის. ასეთი სერტიფიკატი გამოიყენეთ მაშინ, როდესაც თქვენი მიზანია მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა დაშიფრული სახით და არ გჭირდებათ ბიზნეს სტატუსის დონის მხარდაჭერა.

ამ დონის სერტიფიკატებს მიეკუთვნება:

 

  • GlobalSign AlphaSSL — მისაწვდომია Wildcard სერტიფიკატის ოფცია ;
  • GlobalSign DomainSSL — მისაწვდომია Wildcard სერტიფიკატის ოფცია ;
  • Thawte SSL123;
  • Comodo SSL;
  • Comodo SSL Wildcard — Wildcard სერტიფიკატი;
  • Easy Trust SSL от TrustWave;
  • QuickSSL premium от GeoTrust.

 

დაწყებითი დონის SSL-სერიფიკატი უზრუნველყოფს გადაცემული მომაცემების სანდო დაცვას თქვნს საიტსა და მომხმარებლის ბრაუზერს შორის.

მაგალიტთად:

 

  • - საიტის ადმინისტრაციული ნაწილის დაცვა;
  • - კომპანიის თანამშრომლებსა და პარტნიორებისთვის წვდომის უზრუნველყოფა კომპანიის შიგნითა სისტემებზე ინტერნეტ ქსელის არხების გავლით;
  • - წვდომა სტატისტიკის სისტემებთან.

 

აღნიშნული სერტიფიკატი არ არის რეკომენდირებული გამოყენებული იყოს ელექტრონული ვაჭრობის სისტემებში (ინტერნეტ-მაღაზიები და ფასიანი სერვისები), საჯარო ბილინგის სისტემებში.

 

ბიზნეს-კლასის  SSL - სერტიფიკატები

აღნიშნული სერტიფიკატი გამოიყენება მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. მოცემული SSL სერტიფიკატი გამოიყენება როგორც მონაცემების დასაშიფრად, ასევე აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს მაღალი ბიზნეს-სტატუსის მხარდაჭერა თქვენი კომპანიისთვის. სერიფიკატის მინიჭებისას თქვენი კომპანია შემოწმდება საატესტატო ცენტრის მიერ.

ამ დონის სერტიფიკატებს განეკუთვნება:

 

  • GlobalSign OrganizationSSL — მისაწვდომია Wildcard სერტიფიკატის ოფცია ;
  • Thawte SSL Wildcard — Wildcard სერტიფიკატი;
  • Comodo InstantSSL Premium;
  • Comodo Premium SSL;
  • Comodo Premium SSL Wildcard — Wildcard სერტიფიკატი;;
  • Thawte SSL Webserver;
  • TrustWave Premium SSL;
  • TrustWave Premium SSL Wildcard — Wildcard სერტიფიკატი;;
  • Symantec (VeriSign) SecureSite SSL;
  • GeoTrust True BusinessID;
  • GeoTrust True BusinessID Wildcard — Wildcard სერტიფიკატი;.

 

 

ვიძლევით რეკომენდაციას!

მოცემული სერტიფიკატები არიან უნივერსალურები და რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის გამოყენებისთვის. სერტიფიკატები წარმოადგენენ თქვენი ბიზნესის მშვენიერ დადასტურებას.

 

SSL-სერტიფიკატები გაფართოვებული შემოწმებით:

EV SSL

EV SSL-სერტიფიკატი ეს არის:

 

  • - ნდობის უმაღლესი დონე;
  • - ყველაზე მაღალი დაცვის კლასი SSL-სერიფიკატებს შორის;
  • - თქვენი კლიენტების ანგარიშის საიმედო დაცვა „ფიშინგური“ თავდასხმის დროს;
  • - მწვანე სტრიქონი ბრაუზერის ველში თქვენი კომპანიის სახელწოდებით;

თითოეული კომპანია, რომელსაც სურს მიიღოს EV SSL- სერტიფიკატი უნდა გაიაროს განსაკუთრებული შემოწმება, რომელიც ადასტურებს ორგანიზაციის კანონიერებას და საკუთრების უფლებას დომენზე. სერტიფიკატი შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ იურიდიულ პირზე, რომელმაც უნდა გაიაროს გაფართოებული შემოწმების პროცედურა.

 ამ დონის სერტიფიკატებს განეკუთვნება.

 

  • GlobalSign ExtendedSSL;
  • Thawte SSL Webserver EV;
  • Comodo SSL EV;
  • TrustWave Premium SSL EV;
  • Symantec (VeriSign) SecureSite EV SSL;
  • Symantec (VeriSign) SecureSite Pro EV SSL;
  • GeoTrust True BusinessID EV.

 

EV SSL-სერტიფიკატები არის მაღალი სტატუსის საშუალო და დიდი კომპანიებისთვის. მოცემული სერტიფიკატები საშუალებას იძლევიან მოიპოვოთ მაღალი სანდოობა მომხმარებლების მხრიდან და გაზარდოთ თქვენი გაყიდვები.

 

 

  • SSL, HTTPS
  • 33776 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?